ქედქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში განაახლეს
15-09-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში დაიწყეს. 

ახალი სკოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გახსნა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ქედქედის სკოლა სრულად ადაპტირებულია და გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები. სკოლა 180 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი სახელმძღვანელოებით.

საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 1 700 000 ლარი დაიხარჯა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203