თბილისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განახლებას საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა
15-09-2022

თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექციამ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო.

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა.

პირველკლასელებისთვის ამაღლებული განწყობის შესაქმნელად ძალ-ღონე არ დაიშურეს პედაგოგებმა და მათ მორთულ-მოკაზმული საკლასო ოთახები დაახვედრეს. 

აღსანიშნავია, რომ წელს სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. თბილისის N2 საჯარო სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203