ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინოვაციური მეწარმეობის ბანაკში მონაწილეობდნენ
15-09-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინოვაციური მეწარმეობის ბანაკში მონაწილეობდნენ. 

პროექტში სკოლის ტექკლუბის წევრები ჩაერთნენ. 

ინოვაციური მეწარმეობის ბანაკი კოლეჯ ,,აისში” მიმდინარეობდა და მასში კახეთის რვა მუნიციციპალიტეტიდან კონკურსის წესით შერჩეული 50 ახალგაზრდა მონაწილეობდა. 

ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

აღნიშნული პროექტი გურჯაანის ტექნოპარკმა, თელავის ტექნოპარკმა და ახმეტის ინოვაციების ცენტრმა განახორციელეს. 

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203