ლემშვენიერას საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო
15-09-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო. 

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლის დირექტორმა გულნაზი ჭელიძემ საწავლო წლის დაწყება სრულიად სასკოლო საზოგადოებას მიულოცა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203