დიდი ჟრიამული და ცოდნის ზეიმი გურჯაანის N2 საჯარო სკოლაში 
15-09-2022

გურჯაანის N2 საჯარო სკოლის დირექციამ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო.

სკოლის დირექტორმა, ლია გუგულაშვილმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. მასწავლებლებმა განსაკუთრებით იზრუნეს პირველკლასელთა განწყობასა და მოტივაციაზე. სკოლაში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა.

სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„ჩვენთან დიდი ჟრიამულია, მოუთმენლად ველოდით თქვენთან შეხვედრას. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წელს სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. გურჯაანის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსებითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203