თხილვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს
15-09-2022

ტბელ აბუსერიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს. 

სკოლაში, კარგად იციან თუ რა მნიშვნელობის მატარებელია სწავლის პირველი დღე, ამიტომ მოსწავლეთა გუნება-განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს და საზეიმოდ მორთული სასწავლო გარემო დაახვედრეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით, სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება-გახალისებას ცდილობენ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას ულოცავენ.

„გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებული წელი ყოფილიყოს თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლისთვის“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203