ტომაშეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საზეიმო მიღება მოაწყეს
15-09-2022
თენგიზ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მას 6 უფროსი და 2 პრაქტიკოსი პედაგოგი ჰყავს.
სწავლის დაწყებამდე საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს