ცოდნის ზეიმი პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში
15-09-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების პირველ დღეს ნამდვილი ცოდნის ზეიმი გაიმართა.

მოეწყო საზეიმო ღონისძიება რომელსაც სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა. სკოლის დირექტორმა მიხეილ ბიბილაშვილმა სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა.

დირექტორმა ასევე სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს დიპლომები გადასცა. 

პირველკლასელებმა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ლექსები წაიკითხეს. მე- 5 კლასის მოსწავლეებმა - დაჩი გოგლიძემ და საბა მეზვრიშვილმა, ასევე მესამეკლასელებმა - ნინო მურადაშვილმა და ავთანდილ ღოლიჯაშვილმა და მეოთხეკლასელმა, ედი მურადაშვილმა საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

სწავლის პირველმა დღემ მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

აღსანიშნავია, რომ წელს სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. პატარა გარეჯვრის საჯარო  სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსებითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203