ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გრანდიოზული ღონისძიებით დაიწყეს
15-09-2022
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო. 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ქალაქის მერის პირველმა მოადგილემ დავით ერემეიშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა, ქუთაისის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ბექა ქებულაძემ მიულოცეს. მათ მოსწავლეებს წარმატებული წელი უსურვეს. 

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს. სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203