შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველ დღეს საზეიმო მიღება მოეწყო 
15-09-2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

გაიმართა ღონისძიება, რომელიც საქართველოს ეროვნული ჰიმნის ფონზე გაიხსნა.

დირექტორმა ზურაბ ნეფარიძემ სასწავლო წელი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და იქ შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა. განსაკუთრებით კი 4 პირველკლასელი - ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, დავით დარბაიძე, ლოლა დარბაიძე და მარიამ ქავთარაძე აღნიშნა, რომლებმაც სკოლის კარი წელს პირველად შეაღეს. მათ კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.

სკოლაში მოსწავლეების დასახვედად დიდი სიყვარულითა და ხალისით ემზადებოდნენ. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ყველა პირველკლასელს და ასევე, ყველა მოსწავლეს. მშვიდობიანი და საინტერესო სასწავლო წელი ჰქონოდეთ ყველას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203