ბოგვის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო დახვედრა მოუწყეს
15-09-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყეს. 

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა აღსაზრდელებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს.

სკოლაში განსაკუთრებულად დახვდნენ პირველკლასელებს და მათ ამაღლებულ განწყობაზე იზრუნეს. წარჩინებულ მოსწავლეებს კი გადაეცათ წამახალისებელი სიგელები. აღიმართა საქართველოს დროშა და შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„გილოცავთ ახალი 2022/2023 სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203