აკურის საჯარო სკოლაში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილები ტარდება
03-04-2018
აკურის საჯარო სკოლა ამერიკული ორგანიზაცია PH international-ის პროექტში - CTEL-CIVIC AND TECH THROUGH ENGLISH LANGUAGE აქტიურად მონაწილეობს.
პროექტის ფარგლებში სკოლის პედაგოგები - ნინო ჯიმშიტაშვილი (ინგლისური ენა), ასმათ ვეფხვაძე (სამოქალაქო განათლება) და ქეთევან ბლუიშვილი (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) VIII კლასში ღია გაკვეთილებს ატარებენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ინტეგრირებული გაკვეთილები არის ძალიან საინტერესო.
ამჟამად ჩატარებულია გაკვეთილები შემდეგ თემებზე: ეროვნული გმირები -National Heroes, დღესასწაულები - Holidays, კულტურული მრავალფეროვნება - Diversity and Multiculturalism, პროფესიული არჩევანი - Vocational and Life Choices.
გაკვეთილებს პროექტის კოორდინატორი სტივენ გომესი და ქეთევან ბარხუდანაშვილი ესწრებოდნენ.
„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ღია გაკვეთილის ჩატარება, სადაც მოწვეული იქნებიან სკოლის დირექცია, პედაგოგები, მშობლები და პროექტის ხელმძღვანელები“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“