„ახმაურდა ჩვენი სკოლა“- აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო მიღებით დაიწყო 
15-09-2022
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

მოსწავლეებმა პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. 

„ახმაურდა ჩვენი სკოლა“ ,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203