სვირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო
15-09-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლის დირექციამ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო.

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა აღსაზრდელებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები, უფროსკლასელები კი სწავლაში მიღწეული წარმატებებისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ყოველთვის ზრუნავენ და ამ მიზნით, კი სასწავლო პროცესის გახალისებას ცდილობენ, სწორედ ამის მაგალითია სასწავლო სეზონის საზეიმოდ გახსნაც. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203