კერძო სკოლა „სხივში“ მოსწავლეებს საზეიმოდ მორთული და სამაგალითოდ მოწესრიგებული საგანმანათლებლო გარემო დახვდათ
მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“ ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მასწავლებლები მონატრებულ მოსწავლეებს დიდი სიხარულით შეხვდნენ და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
მათ ოთახები დეკორაციებითა და საჰაერო ბუშტებით მორთეს და საზეიმო გარემო შექმნეს. ერთ-ერთ პედაგოგი, რომელმაც მოსწავლეების განწყობაზე იზრუნა ნათია მასწავლებელია. მისი მოკაზმული საკლასო ოთახი შთამბეჭდავი სანახავია.
ასეთმა დახვედრამ, პატარების აღფრთოვანება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგი მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდა და მათ დასახვედრად დიდი სიყვარულით იშრომა.
სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას ყველას ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: