უწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ
14-09-2022

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დასაწყებად განსაკუთრებულად მოემზადნენ. მოსწავლეებისთვის საზეიმო განწყობის შესაქმნელად დირექციამ და პედაგოგებმა სკოლა საზეიმოდ მორთეს. 

სკოლის ფასადი, საკლასო ოთახები, დერეფანი, ჭიშკარი ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია, ასე რომ მოსწავლეებს პოზიტიური განწყობა და ამაღელვებელი ემოციები ელით. 

მოსწავლეებისთვის ეს ყველაფერი მეტი მოტივაციის მიმცემია და წელსაც ტრადიციულად, მასწავლებელთა ამაგს დააფასებენ და არაერთი წარმატებით ასახელებენ სკოლასა და საყვარელ პედაგოგებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203