ცოფის საჯარო სკოლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა დასრულდა
14-09-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფის საჯარო სკოლას ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აქვს.
150 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.
სკოლაში 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია მოეწყო. საკლასო ოთახების გარდა, მოწესრიგდა სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება, მოსწავლეები უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს