„გისურვებთ, დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებას“ - დაბაძველის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
14-09-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებას სიხარულით ხვდებიან. 

ეს დღე ამაღელვებელია პედაგოგებისთვის, რადგან სასწავლო პროცესი ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დასწრებითი ფორმატით იწყება. სკოლის დირექცია და პედაგოგები ცდილობენ მოსწავლეებს საზეიმო განწყობა შეუქმნან და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ. 

მანამდე კი სანამ სასწავლო წლის განახლებას მოსწავლეებს სკოლაში პირადად, საზეიმოდ მიულოცავენ, სკოლის ადმინისტრაციამ პედაგოგებს მიმართა და მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება მიულოცა. 

„მოგესალმებით, ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ ახალ 2022-2023 სასწავლო წელს, გისურვებთ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს.

მოგეხსენებათ შრომას, თავდადებას, საქმის ერთგულებას, მომავალი თაობის აღზრდის და წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბების საქმეში, პედაგოგებს ლომის წილი გვაკისრია, გისურვებთ დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებას.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი და საპატიო საქმიანობით კიდევ მეტი წარმატებებით გაგვევლოს ეს სასწავლო წელიც!“,- ნათქვამია სკოლის დირექციის წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203