თბილისის N104 სკოლის მოსწავლეები - მარიანა მანუკიანი და მარია კაზაროვი სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
14-09-2022

თბილისის N104 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები - მარიანა მანუკიანი და მარია კაზაროვი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ. 

2021-2022 სასწავლო წელს გამართულ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის მოსწავლეებს სიგელები მიენიჭათ. მოსწავლეები ქართული ენის ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. მოსწავლეთა ქართული ენის მასწავლებელი ლია ნაცვლიშვილი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ასევე გადაეცათ 200-ლარიანი კომპიუტერული ტექნიკის, აქსესუარების და სმარტფონების სასაჩუქრე ბარათები.

მარიანა მანუკიანს ასევე მიენიჭა რუსული ენის (მასწავლებელი: ალინა ავეტიანი) ოლიმპიადის მეორე ტურში გამარჯვების დამადასტურებელი სიგელი.

სკოლის ადმინისტრაცია ამაყობს მოსწავლეების ასეთი შედეგებით და ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203