„წინ, მწვერვალებისკენ“​ - ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორმა და გერმანული ენის პედაგოგმა მასწავლებელთა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
14-09-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში პედაგოგთა კარიერული წინსვლა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა უწყვეტი პროცესია. 

სკოლის დირექტორმა, ინა ბიწაძემ წელს მენტორისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარა, გერმანული ენის პედაგოგმა ქეთევან ლომიძემ კი გამოცდაზე წამყვანი მასწავლებლის კომპეტენცია დაადასტურა. 

სკოლის პედაგოგები მათ წარმატებას ულოცავენ და კიდევ მეტ წინსვლას უსურვებენ. 

„ნიგვზარის საჯარო სკოლა დიდი სიხარულით ულოცავს ჩვენს საამაყო დირექტორს, ინა ბიწაძეს, მენტორისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის, ხოლო გერმანული ენის პედაგოგ ქეთევან ლომიძეს, წამყვანი მასწავლებლის გამოცდის წარმატებით დაძლევას! გილოცავთ! წინ, მწვერვალებისკენ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203