ბაკურიანის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს
03-04-2018
ბაკურიანის საჯარო სკოლაში სპეც. მასწავლებლის ნათია ვარსიმაშვილის ინიციატივით აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს. პედაგოგმა საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადა, მოსწავლეებს დაურიგა და მოზარდებს აუტისტური სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ აქტივობის მიზანი აუტიზმის შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებულობა იყო.
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, სიმბოლურ კამპანიებს მართავენ სასწავლებლები, კერძო, თუ საჯარო ორგანიზაციები. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“