ჩაისუბნის N2 სკოლის პედაგოგებმა - ხათუნა უსტიაშვილმა და დონარი ზოიძემ მასწავლებელთა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
14-09-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და სასწავლო პროცესში ახალ ცოდნასა და გამოცდილებას იყენებენ.

სკოლის პედაგოგებმა მასწავლებელთა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

წამყვან მასწავლებლებს კიდევ ერთი კანდიდატი - ხათუნა უსტიაშვილი შეემატა, ხოლო  უფროსი მასწავლებლის კომპეტენცია დონარი ზოიძემ დაადასტურა.

სკოლაში პედაგოგებს გამოცდებზე მოპოვებულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ულოცავენ მათ და წარმატებებს უსურვებენ!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203