„მოსწავლეები შეძლებენ კარი მოიხურონ და შემოქმედებით ინსპირაციებზე იფიქრონ“- კერძო სკოლა „სხივში“ „ხელოვნების კაბინეტი“ შეიქმნა
14-09-2022

მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სკოლაში „ხელოვნების კაბინეტი“ შეიქმნა, სადაც მოსწავლე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები შეძლებენ შემოქმედებით ინსპირაციებზე იფიქრონ.

შემოქმედებით პროცესს ხელოვნების მასწავლებელი თათია წულაია წარუძღვება. კვირაში ორჯერ კი კაბინეტს მხატვარი ირაკლი სურმავა ესტუმრება და მოსწავლეებს მასტერკლასებს ჩაუტარებს. 

„სხივი“ მუდმივად ცდილობს, ინოვატორული იდეები იყოს მისი არსებობის ერთ-ერთი მთავარი წესი.ამიტომ შეიქმნა „ხელოვნების კაბინეტი“, ადგილი, სადაც მოსწავლეები შეძლებენ კარი მოიხურონ და შემოქმედებით ინსპირაციებზე იფიქრონ...

კაბინეტს ხელოვნების მასწავლებელი თათია წულაია გააღებს და ბავშვებს განსაკუთრებულ მხატვრულ გემოვნებაზე გაესაუბრება, პრაქტიკულად გამოაწრთობს მათ და შემოქმედებით უნარებს აპოვნინებს...

ეს არ არის მხოლოდ... ამ კაბინეტს კვირის ორ დღეს მხატვარი ირაკლი სურმავაც შეაღებს და მოსწავლეებთან ერთად ფერებით იმეყველებს... ასე გაჩნდება „სხივური“ ფერწერა... იქნება გამოფენები. კონკურსებიც იქნება...

ნორჩი ხელოვანები შექმნიან ბავშვურ, მაგრამ მხატვრულ ტილოებს და არ იქნება ეგ ჩვეულებრივი ამბავი...“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203