ქაპანახჩის ​საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
14-09-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაპანახჩის ​საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.

სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

300 მოსწავლეზე გათვლილი​ ქაპანახჩის საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება, პროექტების დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.

პროექტი საქართველოს მთავრობამ 3.2 მილიონი ლარით დააფინანსა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203