პირველი სვირის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ჭურაძე ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
13-09-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ჭურაძე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდა. მოსწავლემ გამოცდებს ბრწყინვალედ გაართვა თავი და 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტების დაჯილდოება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა.

ახლა უკვე სტუდენტებს, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ მიღწეული წარმატება მიულოცეს და წინსვლა უსურვეს.

პირველი სვირის საჯარო სკოლისთვის მოსწავლის წარმატება საამაყოა. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს ბედნიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

მოსწავლის წარმატება ახარებთ სკოლაში და მას ნაყოფიერ და ბედნიერ სასწავლო წლებს უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან 100%-იანი გრანტის მფლობელი 21 აბიტურიენტი გახდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203