„თქვენ კიდევ ერთხელ ასახელეთ სკოლა, გვეამაყებით“-ოფურჩხეთის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
13-09-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის 10 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. მათ შორის მარიამ წიწილაშვილმა სახელმწიფოს სრული დაფინანსება მოიპოვა, დაჩი ძოწენიძე კი 70-პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსების მფლობელია. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  1. მარიამ წიწილაშვილი;
  2. დაჩი ძოწენიძე;
  3. საბა ახალაძე;
  4. საბა იოსელიანი;
  5. ლალი უშვერიძე;
  6. ლინდა უშვერიძე;
  7. მერაბ ხაჭაპურიძე;
  8. დავით ჯანელიძე;
  9. სანდრო იობიძე;
  10. ნიკა კვიცარიძე.

სკოლის პედაგოგებსა და დირექციის წევრებს ახარებთ, რომ მათმა შრომამ და ამაგმა ნაყოფი გამოიღო,  კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წლებს უსურვებენ. 

„ოფურჩხეთის საჯარო სკოლა ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს და უსურვებს წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე.

2021- 2022 სასწავლო წელს ოფურჩხეთის საჯარო სკოლა 16-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 10 სტუდენტი გახდა. წარმატებები ბავშვებო, (ახალაძე საბა, იოსელიანი საბა, უშვერიძე ლალი, უშვერიძე ლინდა, ხაჭაპურიძე მერაბი, ჯანელიძე დავითი, იობიძე სანდრო, კვიცარიძე ნიკა). გვყავს ერთი ასპროცენტიანი გრანტის და სტიპენდიის მფლობელი - მარიამ წიწილაშვილი და ერთი სამოცდაათპროცენტიანი გრანტის მფლობელი, დაჩი ძოწენიძე, რაც ჩვენი სკოლისა და პედაგოგების დიდი შრომისა და მაღალი პროფესიონალიზმის შედეგია.

გილოცავთ ყველას ბავშვებო, წარმატებები დაგბედებოდეთ, თქვენ კიდევ ერთხელ ასახელეთ ჩვენი სკოლა, გვეამაყებით“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203