100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება და შიდა საუნივერსიტეტო გრანტი - პირველი მაისის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულ ავთანდილ კომახიძის წარმატებით ამაყობენ
13-09-2022

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულმა, ავთანდილ კომახიძემ ასახელა. კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უმაღლეს სასწავლებელში, მისთვის სასურველ სპეციალობაზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლემ მოიპოვა უნივერსიტეტის შიდა დაფინანსებაც. 

ავთანდილ კომახიძე, თავისუფალ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობაზე, სახელმწიფოს 100%-იანი გრანტითა და ამავე უნივერსიტეტის ცოდნის ფონდის 9000-ლარიანი სასწავლო გრანტით.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულს წარმატებას ულოცავენ. 

„პედაგოგებისთვის ბედნიერებაა, როცა ჩვენი კურსდამთავრებული ასეთ წარმატებას აღწევს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203