„საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა“- ელზა აშიროვა, ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორი
12-09-2022

სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წელს და რა რჩევას მისცემდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორის, ელზა აშიროვას ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- მოსწავლეთა მშვიდ ადაპტაციას სასწავლო გარემოსთან.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- იყვნენ თანამონაწილენი სკოლაში არსებული პოზიტიური სასკოლო კულტურის.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- სახელმწიფო ენაზე სწავლება, რაც წარმატებული და ეფექტურია.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- „მრავალშვილიან დედობას“. დამრიგებელს განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა ენიჭება ბავშვის აღზრდა-განვითარებასა და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა სწავლების ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- სასწავლო გეგმის დასახული ამოცანების, მიზნების წარმატებით განხორციელებას.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- თავშეკავებულობა, მდგომარეობის შენარჩუნება, რაც პრობლემების, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების გარანტორია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203