„დიდი სიყვარულით ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“ - ახალი სამგორის საჯარო სკოლის 9 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის 9 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. სკოლიდან წელს სტუდენტები გახდნენ:
- ვალერი აფციაური;
- ნიკა ბექაური;
- ლაშა ბურდული;
- ელენე ვანიშვილი;
- ვასიკო კობაიძე;
- საბა მამულაძე;
- სანდრო მურადიანი;
- ლუკა ქავთარაძე;
- მარიამ ჩოქური.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს დიდი სიყვარულით ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ვუსურვებთ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.