ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზაფხულო ონლაინსკოლაში მონაწილეობენ
12-09-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლუკა მოგელაძე (მე-7 კლასი), ლუკა კვირველია (მე-8 კლასი) და მირანდა შანთაძე (მე-11 კლასი)  USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ პროგრამაში - საზაფხულო ონლაინსკოლა მონაწილეობენ. 

საზაფხულო ონლაინსკოლაში ბავშვები შეისწავლიან შემდეგ თემებს: ციფრული მოქალაქეობა,​მედიაწიგნიერება და ინფორმაციული წიგნიერება, კიბერჰიგიენა და კიბერუსაფრთხოება, კიბერბულინგის პრევენცია, ფინანსური წიგნიერება, ვებდიზაინი, თამაშების დეველოპმენტი და მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა საზაფხულო ონლაინსკოლას მის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორთან - GeoLab-თან ერთად ახორციელებს. 

საზაფხულო ონლაინსკოლა 12 სექტემბერს იწყება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203