„ჩვენი სკოლისთვის საამაყოა ერთ მუშტად შეკრული პედაგოგიური კოლექტივი“- შახალ ისმაილოვი, ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი
12-09-2022

სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წელს და რა რჩევას მისცემდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორის შახალ ისმაილოვის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- ვიყო მშვიდად, პოზიტიურად განწყობილი.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- უყვარდეთ თავიანთი პროფესია და რაც მთავარია ბავშვები.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- ერთ მუშტად შეკრული პედკოლექტივი, ჩვენი კურსდამთავრებულები, მოსწავლეები და მშობლები.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- თითოეული მოსწავლისათვის იყო მოდელი, ჩასწვდე მათ შინაგან გარემოს და დაეხმარო მათ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებაში.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- პოზიტიური სასწავლო გარემო, კეთილგანწყობა და თანამშრომლობა.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- საგაკვეთილო პროცესის საკლასო ოთახებში წარმართვას მთელი სასწავლო წლის მანძილზე.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- აქტიურად მოუსმინე ყველას, ვინც ცდილობს შენგან რჩევის მიღებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203