ბებნისის საჯარო სკოლის კარს წელს 23 პირველკლასელი შეაღებს - მათთვის განკუთვნილი კომპიუტერები უკვე სკოლაშია
12-09-2022

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი აქტიურ ფაზაშია.
პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, პირველკლასელი მოსწავლეებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის განკუთვნილი კომპიუტერები უკვე სკოლაშია. 

2022-2023 სასწავლო წელს კომპიუტერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელი მოსწავლე მიიღებს. აღსანიშნავია, რომ წელს ბებნისის საჯარო სკოლის კარს 23 პირველკლასელი შეაღებს. კომპიუტერები კი სწავლის დაწყების დღეს, 15 სექტემბერს გადაეცემათ.

წინა წლებთან შედარებით, წელს შესყიდული პორტაბელური კომპიუტერების ტექნიკური მახასიათებლები გაუმჯობესებულია, კერძოდ კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება და მყარი დისკის მოცულობა გაორმაგებულია.

პროგრამა  -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ წარმატებულად ხორციელდება 2011 წლიდან. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრებიან პირველკლასელი მოსწავლეები და მათი დამრიგებლები. აღნიშნული პროგრამის მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის სასწავლო/სამუშაო გარემოს შექმნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203