პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
12-09-2022

ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის აბიტურიენტები სტუდენტები გახდნენ. სკოლის 2022 წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. მათ შორის ქეთევან გაბრავამ 100-პროცენტიანი გრანტი მოიპოვა. 

სკოლიდან წელს სტუდენტები გახდნენ:

1. ქეთევან გაბრავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა „საერთაშორისო სამართალი“ - 100-პროცენტიანი გრანტი

2. ანა კვიკვინია - „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ - სპეციალობა - „მენეჯმენტი“;

3. გურამი ფარცვანია - შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი/სპეციალობა - „სამშენებლო-საინჟინრო“;

4. მაკა ბერიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი/სპეციალობა - „ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა“.

5. ბუბა ბერაია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი /სპეციალობა „სამშენებლო-საინჟინრო“

სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავს და ნაყოფიერ სასწავლო წლებს უსურვებს. 

„სკოლის დირექცია თითოეულ კურსდამთავრებულს ულოცავს სტუდენტობას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203