„თქვენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი ხართ!“- ქუთაისის N40 სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
09-09-2022

ქუთაისის №40 საჯარო სკოლის სკოლის 44 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წლებს უსურვებენ. 

„სკოლის პედაგოგიური კოლექტივი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ ჩვენი სკოლის 2022 წლის კურსდამთავრებულებს ულოცავს სტუდენტობას! განსაკუთებით გვახარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩვენი მოსწავლეების მიღებული შედეგები, მიღწეული წარმატებები! 73 კურსდამთავრებულიდან 44 ახალგაზრდა (60%) სტუდენტი გახდა. გვეამაყებით! ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს თქვენი სტუდენტობის გზა! თქვენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი ხართ!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203