ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის 9 აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
09-09-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის 11 კურსდამთავრებულიდან 9 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.

მათგან ორი: ანუკი გვიანიძე და ლიზი სალვარიძე ოქროსმედალოსნები ​არიან. ისინი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას. ამასთან, ანუკი გვიანიძემ 50-პროცენტიანი გრანტი მოიპოვა. 

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და ყველა აბიტურიენტს ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203