თელის საჯარო სკოლის პედაგოგებს - მაკო შუბითიძესა და მარიამ დარბაიძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ 
09-09-2022

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თელის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - მაკო შუბითიძემ და მარიამ დარბაიძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. 

პედაგოგებს სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები უკვე გადაეცათ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მაკო შუბითიძესა და მარიამ დარბაიძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ თელის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203