მზისგულის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ
09-09-2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - მაკა მღებრიშვილმა, სოფი ოზგელდოვმა, ქეთევან ჭინჭარაულმა და გიორგი იაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ მაკა მღებრიშვილმა, სოფი ოზგელდოვმა, ქეთევან ჭინჭარაულმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს. ამასთან, მაკა მღებრიშვილმა და სოფი ოზგელდოვმა გამოცდებზე 70 და 50-პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს.

სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას გააგრძელებენ შემდეგ უნივერსიტეტებში:

  1. მაკა მღებრიშვილი - ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი/ინგლისური ფილოლოგია/70%-იანი გრანტი;
  2. სოფი ოზგელდოვი - საქართველოს უნივერსიტეტი/ სამართლის ფაკულტეტი/50%-იანი გრანტი;
  3. ქეთევან ჭინჭარაული - კავკასიის უნივერსიტეტი/ტურიზმი;
  4. გიორგი იაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/სპეციალობა - ბიზნეს ადმინისტრირება.

მზისგულის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.

მზისგულის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები საყვარელ მოსწავლეებს ულოცავენ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ მომავალშიც“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203