„ვიმსჯელეთ, გენდერულად დაბალანსებული მიდგომების შემუშავებასა და დანერგვაზე“ -კურსების საჯარო სკოლაში დირექტორმა პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა
09-09-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს პროექტის - „გენდერული პასუხისმგებლობის მქონე სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობისთვის“ განხორციელება დაიწყო.
პროექტი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის - CCIIR მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში სკოლაში სამუშაო შეხვედრა, დირექტორის, თამარ ზარნაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
დირექტორმა, თამარ ზარნაძემ კოლეგებს გააცნო შემდეგი საკითხები: გენდერული სტერეოტიპების ეფექტი მოსწავლეზე, გენდერულად დაბალანსებული სახელმძღვანელობის, გაკვეთილების და მიდგომების გამოყენების უპირატესობები და მნიშვნელობა.
„ვიმსჯელეთ, გენდერულად დაბალანსებული მიდგომების / სტრატეგიის შემუშავებასა და ჩვენს სკოლაში ადაპტირება / დანერგვაზე“, - განაცხადა დირექტორმა, თამარ ზარნაძემ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს