„ვულოცავთ, საუკეთესო კოლეგას“-ბარდნალის საჯარო სკოლის პედაგოგმა, სოფო მიქაძემ წამყვანი მასწავლებლობის გამოცდა წარმატებით ჩააბარა
09-09-2022

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, სოფო მიქაძე წამყვანი მასწავლებლობის გამოცდა წარმატებით ჩააბარა. 

სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი პედაგოგს წარმატებას ულოცავს და პროფესიულ წინსვლას უსურვებს. 

„ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს, სოფო მიქაძეს, დინჯს, შრომისმოყვარეს, მაღალი პასუხისმგებლობის მქონეს, ბავშვებზე უანგაროდ მზრუნველსა და საუკეთესო კოლეგას, ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარებას და წარმატებულ პედაგოგიურ საქმიანობას ვუსურვებთ კვლავაც“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203