ოჟიოს საჯარო სკოლის პედაგოგებმა მასწავლებელთა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
09-09-2022

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის სპეცმასწავლებლებმა - თეა გელაშვილმა და თამარ ჯაჯანიძემ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. ნინო გამილაღდიშვილმა და თამარ ჯაჯანიძემ კი გამოცდაზე წამყვანი მასწავლებლის კომპეტენცია დაადასტურეს. 

სკოლის დირექცია პედაგოგებს წარმატებას ულოცავს და პროფესიულ წინსვლას უსურვებს. 

„ოჟიოს საჯარო სკოლა ულოცავს სპეცმასწავლებელებს - თეა გელაშვილს, თამარ ჯაჯანიძეს სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, ასევე ისტორიის მასწავლებელს - ნინო გამილაღდიშვილს და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - თამარ ჯაჯანიძეს წამყვანი მასწავლებლის გამოცდის წარმატებით დაძლევას!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203