„სასწავლო წლის დასაწყებად აქტიურად ვემზადებით, ამაღლებული განწყობა გვაქვს“- გერასიმე კიკალიშვილი, ნახუნაოს საჯარო სკოლის დირექტორი
08-09-2022
საქართველოში ახალი სასწავლო წელი მალე დაიწყება. ამასთან დაკავშირებით, სკოლებში აქტიური სამზადისია - გეგმავენ ღონისძიებებს, აწესრიგებენ გარემოს და მოსწავლეებს მოუთმენლად ელიან.

Etaloni.ge დაინტერესდა, კონკრეტულად როგორ ემზადებიან მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად, მიიღეს თუ არა პირველკლასელებისთვის განკუთვნილი ბუკები, მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის კი ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები - ამ საკითხებზე სკოლის დირექტორმა გერასიმე კიკალიშვილმა გვიპასუხა.

„ახალი სასწავლო წლის დასაწყებად აქტიურად ვემზადებით, ამაღლებული განწყობა გვაქვს. ვცდილობთ, რომ სასწავლო გარემო მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ - ეს აუცილებელი კომპონენტია. გარემო მოსწავლეების, მასწავლებელებისა და საზოგადოებისთვის მისაღები უნდა იყოს. უკვე მივიღეთ პირველკლასელთა წიგნები და ბუკები, ხოლო რაც შეეხება მე-10 კლასის ახალ, გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, ამ დღეებში მივიღებთ“,- ამბობს გერასიმე კიკალიშვილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203