„როგორც ყოველ წელს, ახალაც საზეიმო განწყობას შევქმნით“- ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი სწავლის განახლების შესახებ
08-09-2022

საქართველოში ახალი სასწავლო წელი მალე დაიწყება. ამასთან დაკავშირებით, სკოლებში აქტიური სამზადისია - გეგმავენ ღონისძიებებს, აწესრიგებენ გარემოს და მოსწავლეებს მოუთმენლად ელიან.

Etaloni.ge დაინტერესდა, კონკრეტულად როგორ ემზადებიან გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად, მიიღეს თუ არა პირველკლასელებისთვის განკუთვნილი ბუკები, მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის კი ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები - ამ საკითხებზე სკოლის დირექტორმა ესმა მოსიაშვილმა გვიპასუხა.

„ახალ სასწავლო წელს ჩვენ 29 პირველკლასელი გვეყოლება. მათთვის ბუკები და წიგნები უკვე მივიღეთ. რა თქმა უნდა, სწავლის განახლებისთვის აქტიურად ვემზადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, გვაქვს სიურპრიზებიც. როგორც ყოველ წელს, ახალაც საზეიმო განწყობას შევქმნით. ამ პროცესში ყველა ჩართულია, პედაგოგები სკოლაში დადიან და ერთიანი სამზადისი მიმდინარეობს. მე-10 კლასის ახალი წიგნები ჯერ არ მიგვიღია, თუმცა ვიცით, რომ მალე დარიგდება“,- ამბობს ესმა მოსიაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203