ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
08-09-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის 3 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  1. მარი პაქსაძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი /საერთაშორისო ფაკულტეტი;
  2. რომა კახაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი/ სამართლის ფაკულტეტი;
  3. ანა ძირკვაძე - კავკასიის უნივერსიტეტი/ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებულ სტუდენტობას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203