„ჩვენს სკოლას წელს არაერთი საინტერესო გეგმის შესრულება აქვს მიზნად დასახული“- ნინო გაბრიჭიძე, მომავლის ბიზნეს სკოლის დირექტორი
08-09-2022

სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს მომავლის ბიზნეს სკოლის დირექტორის ნინო გაბრიჭიძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- შევიქმნათ განსაკუთრებულად ამაღლებული განწყობა, რადგან პირველი სასწავლო დღე და შემდგომი სასწავლო პროცესი წარიმართოს ენერგიულად და წარმატებით.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- რომ უპირველეს ყოვლისა მათ ძალიან უნდა სიამოვნებდეთ ბავშვებთან ურთიერთობა, ასევე მნიშვნელოვანია ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე და უდიდესი პასუხისმგებლობა საყვარელი საქმიანობის მიმართ.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- ის, რომ არაერთი მოსწავლის მაღალი აკადემიური მოსწრება სწორედ მაღალკვალიფიციური მასწავლებლების დაუზოგავი შრომისა და მრავალი წარმატებულად განხორციელებული პროექტის შედეგია.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- უდიდეს პასუხისმგებლობას, ურთიერთთანამშრომლობის უნარს, ჯანსაღი გარემოს შექმნას სადამრიგებლო კლასში .

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- მასწავლებელმა შექმნას კომფორტული გარემო სწავლა-სწავლების პროცესის საინტერესოდ, ნაყოფიერად და ხალისიანად წარსამართავად.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- ჩვენს სკოლას არაერთი საინტერესო გეგმის შესრულება აქვს მიზნად დასახული, შესაბამისად, ვისურვებდი, რომ წარმატებით განხორციელებულიყოს მათი უმრავლესობა.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- არასოდეს მეთაკილება რჩევების მიღება, ამიტომ განსაკუთრებულად რომელიმეს ვერ გამოვყოფ, ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული გულწრფელი რჩევა, რომელიც საქმეს სასიკეთოდ წაადგება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203