საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის საიუბილეო საღამო გამართეს
02-04-2018
აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის და მოსწავლე ახალგაზრდობის თანამშრომლობით აკაკი წერეთლის მოღვაწეობიდან 160 წლისთავს მიძღვნილი საღამო „საუნჯე გულისა“ გაიმართა. ღონისძიებას საჩხერის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნუნუ გოგოლიძე და ბიოლოგიის მასწავლებელი მანანა გოგოლიძე ხელმძღვანელობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს აკაკი წერეთლის უკვდავი შემოქმედება და დიდი ქართველი მგოსნის ლექსები წაიკითხეს.
საღამოს მუსიკალურად გაგა გულიაშვილი აფორმებდა. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“