ზედა სამების საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს-თემურ ხინიკაძესა და ლიზი ხარაზს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ
08-09-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - თემურ ხინიკაძემ და ლიზი ხარაზმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებელში მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ სასწავლო წლებს უსურვებენ. 

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების სკოლის პედაგოგები დიდი სიამაყითა და სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს - თემური ხინიკაძეს და ლიზი ხარაზს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩარიცხვას.

„განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს“ თქვენც მუდამ გენათოთ და გეთბოთ ქვეყნიერება...“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203