მზისგულის საჯარო სკოლის მოსწავლე ნატალი კირილენკო სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
08-09-2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ნატალი კირილენკო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში დაჯილდოვდა.

მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ნატალი კირილენკოს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს უსაყვარლეს მოსწავლეს ამ დამსახურებულ წარმატებას. მუდამ წარმატებები ქონდეს ცხოვრების მომავალ ეტაპებზე“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საქართველოს სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203