„ვუსურვებთ წარმატებულ და შინაარსიან სტუდენტურ წლებს!“- ქვემო ქედის საჯარო სკოლის ექვსმა კურსდამთავრებულმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
08-09-2022

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის ექვსი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხნენ. მათ შორის თამარ ახალაურმა და თამარ ხარხელაურმა 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის ცხრა კურსდამთავრებულიდან ექვსმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და სტუდენტის სტატუსი მოიპოვა! ვულოცავთ თამარ ახალაურსა და თამარ ხარხელაურს, გიორგი წიკლაურსა და გიორგი ბაინდურაშვილს, ნიკოლოზ ნათელაშვილსა და საბა ქისტაურს ვუსურვებთ წარმატებულ და შინაარსიან სტუდენტურ წლებს!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203