„გვეამაყებით!“ - ერტისის საჯარო სკოლის 10 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა
07-09-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლის 10 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. კურსდამთავრებულები სწავლას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ. მათ მოიპოვეს როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი დაფინანსება.

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  1. ნოდარი სომხიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/ფაკულტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება;
  2. თემური ბაქრაძე - სოხუმის უნივერსიტეტი/სამართლის ფაკულტეტი;
  3. ლიზი ბაქრაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მომზადების პროგრამა;
  4. გვანცა მანთაშაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტი/კომპიუტერული მეცნიერებები/100%-იანი გრანტი;
  5. სოფო აღდგომელაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/ბიზნესის ადმინისტრირება/50%-იანი გრანტი;
  6. მარიამ მგალობლიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ეკონომიკის ფაკულტეტი;
  7. ნანუკა ზაუტაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ეკონომიკის ფაკულტეტი;
  8. მარიამ გოგაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/საერთაშორისო ურთიერთობები/50%-იანი გრანტი;
  9. ეთერი მანთაშაშვილი - ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი/ქართული ფილოლოგია;
  10. მარიამ ვარსიმაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი(სეუ)/ბიზნესის ადმინისტრირება.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს სტუდენტობა ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ ცხოვრებას უსურვებენ. 

„ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ ბედნიერ, წარმატებულ მომავალს. გვეამაყებით!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203