„ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წლებს ვუსურვებთ“- ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
07-09-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

წელს სკოლიდან სტუდენტი გახდა:

  1. ჯუბა პაკელიანი - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  2. ნანი ჭკადუა - ციფრული ტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  3. მედეა წერედიანი- ევროპის უნივერსიტეტი/სამედიცინო ფაკულტეტი;
  4. ლანა გულედანი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

სკოლის დირექტორი მანანა კვიციანი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას უსურვებენ. 

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ამ შესანიშნავი შედეგს თითოეულ მათგანს და მათ მშობლებს. წინ საინტერესო, ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წლებს ვუსურვებთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203